Monday, June 11, 2012

2011 წლის ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი ტენდენციები

               ჟურნალი "ვოგი" სხვადასხვა ფოტოსესიებში ძირითადად წლის ან სეზონის საუკეთესო
ტენდენციებს გვთავაზობს. ამჯერად გამოვლინდა 10 ყველაზე მოდური და მოთხოვნადი
ლუქბუქი, რომელშიც ნამდვილად არის მოქცეული 2011 წლის ზაფხულის ტრენდები.

1. ფერების თამამი შეხამება წელს (და არამარტო) ნამდვილად მოდური და თამამი გადაწყვეტილებაა.
"ვოგიც" სწორედ ამას გვთავაზობს, უფრო ხშირად კი იკვეთება ღია ფერის პერანგები და ჭრელი შარვლები
(სასურველია შლაქსი ან ოდნავ გაშლილი). ეს ტენდენცია ერთ-ერთ ფოტოსესიაში განსაკუთრებულად
იგრძნობა, რომელშიც ცნობილი მოდელი ნატალია ვოდიანოვა მონაწილეობს.




2. წელს რომ ყავისფერი, კრემისფერი და ღია ტონალობები უდავოდ მოდურია ამაზე ლაპარაკიც
ზედმეტია, უამრავი კოლექცია ვიხილეთ ისეთი, რომლებიც ამას გვიმტკიცებენ.. ეს ეხება როგორც
გაზაფხულის ისე ზაფხულის კოლექციებსაც, ასე რომ სადა, დახვეწილი და ელეგანტური სამოსი,
რომელიც მაქსიმალურად ღია ფერებში იქნება გადაწყვეტილი ნამდვილად მოდურს გაგხდით.



3. კიდევ ერთი თუმცა არც ისე პოპულარული ტენდენცია ისეთ ფერებში გადაწყვეტილი
სამოსია როგორებიცაა: ყვითელი, ჭაობისფერი, ღია ცისფერი და ა.შ. მსგავს ფერებს
არამარტო ყოველდღიურ ტანსაცმელში, არამედ საცურაო კოსტიუმებშიც ხშირად
შეხვდებით, ასე რომ თქვენც ეცადეთ მსგავს ფერებზე გააკეთოთ აქცენტი.




4. გრაფიკული პრინტი და ბზინვარე ელემენტები ნამდვილად გლამულური
და მოდურია, წელს კი განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ამ ტენდენციაზე,
რადგან ბევრმა დიზაინერმა წარმოგვიდგინა მსგავსი სამოსი.




5. იგივე შეიძლება ითქვას ამ ლუქბუქზეც, რომელიც ამტკიცებს რომ ბზინვარე სამოსი არამხოლოდ
თავისუფალი სტილის ჩაცმის დროს გამოიყენება, არამედ რომელიმე წვეულებაზე ჩასაცმელადაც კი..
ამ ტენდენციით შექმნილი ხელჩანთა და აქსესუარები ნამდვილად მოდურს გაგხდით



6. ორნამენტები - მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ტენდენციად მაქმანები ითვლება,
ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ორიგინალური ორნამენტები მოდიდან გადადის.



7. სხვადასხვა ქსოვილის ერთი შეხედვით უხეში მაგრამ გემოვნებიანი შეხამება,
ორიგინალური ტექსტურა და პრინტი ნამდვილად განუმეორებელი ტენდენციაა.



8. ზოლებიანი სამოსი და ე.წ. მეზღვაურის სტილი (ლურჯ-ფერებში გადაწყვეტილი სამოსი)
თითქოს ქართველების ფორმადაც კი იქცა. ნამდვილად მასშტაბური და პოპულარულია ეს
ტენდენცია, რომელიც ნელ-ნელა გადადის მოდიდან.. ვოგი კი ზოლებს მაინც გვთავაზობს
თუმცა განსხვავებული სტილითა და ფერებით.. ანუ სულაც არ არის შეიძინოთ მაინც და
მაინც მეზღვაურის სტილის სამოსი, პირიქით სასურველია ჭრელი ფერები გამოიყენოთ.
ამას Marc Jacobs-ის ერთ-ერთი კოლექცია საუკეთესოდ გვიმტკიცებს.



9. ზაფხულში საქმიანი ქალბატონებისთვისაც არის ეს ტენდენციები გათვალისწინებული და
ორიგინალურ შარვალ-კოსტიუმთან თუ მინი კაბებთანაც შეიძლება მოდური ტრენდების გამოყენება.
ამას გვიმტკიცებს ეს ლუქიც-ნეონის ფერები და ბზინვარე სამოსი.



10. და ბოლოს, ასეთი სტილის უფრო "გათანამედროვების" შემთხვევაში კი მოდური
აქსესუარები დაგჭირდებათ, კერძოდ ორიგინალური სათვალე, ქამარი (ეცადეთ შეარჩიოთ ბზინვარე,
მეტალის ან ისეთი ქამრები, როგორიც გუჩის კოლექციაშია ნაჩვენები) და ხელჩანთა.





 ინფორმაციის წყარო
        http://angel.ge/index.php?newsid=75237

No comments:

Post a Comment