Saturday, June 9, 2012

პარიზის მოდის კვირეული


      Louis Vuitton-ის შემოდგომა პარიზის მოდის კვირეულიდან



   პარიზის მოდის კვირეულზე დიზაინერმა Marc Jacobs-მა წარმოადგინა Louis Vuitton-ის 2012 წლის საშემოდგომო კოლექცია. ჩვენება პირველ რიგში იმით გამოირჩეოდა, რომ თემატიკა იყო რკინიგზა, კერძოდ – მატარებლისკენ მიმავალი ქალბატონები, რომლებსაც უკან მოჰყვებოდატ პორტიეები ძვირადღირებული ჩანთებითა და ბარგით. გარდა ამისა იყო მეოცე საუკუნის განწყობა, კლასიკური სილუეტები, გრძელი კაბები, დიდი ქუდები, ფერთა ფართო გამო და რაც მთავარია   Louis Vuitton-ისთვის დამახასიათებელი გლამური. 
john-galliano-rtw-fw2012-runway-23_165911126922louis-vuitton-rtw-fw2012-runway-02_095211182612louis-vuitton-rtw-fw2012-runway-01_095210441203
louis-vuitton-rtw-fw2012-runway-09_095217493842louis-vuitton-rtw-fw2012-runway-06_095215611118
john-galliano-rtw-fw2012-runway-38_165923798532john-galliano-rtw-fw2012-runway-32_165918151260
  

Hermès-ის შემოდგომა 2012 პარიზის მოდის კვირეულიდან

  

უკვე მესამე საზონია, რაც დიაზინერი Christophe Lemaire მოკრძალებულ და უბრალო ტანსაცმელს Hermès-ისთვის დამახაიათებელ დახვეწილ და ე.გ. „Luxury” კოლექციად აქცევს. ამჯერად დიზაინერმა პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა 2012 წლის საშემოდგომო კოლექცია, რომელიც შთაგონებული იყო სამხრეთ ამერიკული სტილით. მოდელებს ეტყობოდა მამაკაცური სტილი, განსაკუთრებით პალტოებისა და პიჯაკების შემთხვევაში. კოლექციისთვის დამახასიათებელი იყო მუქი ფერები, მაგრამ ჩვენება დიზაინერმა დაასრულა ფერადი პრინტების გამოყენებით.


  hermes-rtw-fw2012-runway-001_145733827170hermes-rtw-fw2012-runway-002_145733190749hermes-rtw-fw2012-runway-005_145736532917hermes-rtw-fw2012-runway-009_145739740475hermes-rtw-fw2012-runway-011_145741857746hermes-rtw-fw2012-runway-019_14574793688hermes-rtw-fw2012-runway-022_145749679245hermes-rtw-fw2012-runway-026_14575336201hermes-rtw-fw2012-runway-032_145758969091hermes-rtw-fw2012-runway-033_14575880806hermes-rtw-fw2012-runway-036_145801613723hermes-rtw-fw2012-runway-040_145804243037hermes-rtw-fw2012-runway-043_145807220969hermes-rtw-fw2012-runway-044_145808363537
    

Akris-ის შემოდგომა 2012 პარიზის მოდის კვირეულიდან

   
    პარიზის მოდის კვირეულზე 2012 წლის საშემოდგომო კოლექციის პრეზენტაცია გააკეთა Akris-მა. მისი კრეატიული დირექტორის   Albert Kriemler-ის შთაგონების წყაროდ იქცა ამერიკელი ეხსპრესიონისტი მხატვრის  Franz Kline-ის ერთ-ერთი ნამუშევარი -  „Painting No. 7“.  ის ინსპირირებული იყო არა მარტო გეომეტრიული პრინტით, არამედ  იმ გრაფიკული ფერებითაც, რომელიც ამ ნახატში იყო. კოლექციაში დომინირება განიერი შარვლები და გრძელი საღამოს კაბები. დიზაინერმა გამოიყენა მეტი გლამურისთვის მინიმალური რაოდენობით ტყავი და მბზინვარე დეტალები.
   


akris-rtw-fw2012-runway-001_084758890918akris-rtw-fw2012-runway-002_084759692820akris-rtw-fw2012-runway-003_084800747430akris-rtw-fw2012-runway-004_084801896984akris-rtw-fw2012-runway-007_084803636979akris-rtw-fw2012-runway-008_084804100473akris-rtw-fw2012-runway-010_084806238857akris-rtw-fw2012-runway-011_084806660488akris-rtw-fw2012-runway-014_084809881004akris-rtw-fw2012-runway-018_084812657296akris-rtw-fw2012-runway-019_084812708176akris-rtw-fw2012-runway-022_084815938621akris-rtw-fw2012-runway-038_084827824424akris-rtw-fw2012-runway-034_084824877117akris-rtw-fw2012-runway-029_084820399543
   

     Yves Saint Laurent-ის შემოდგომა 2012 პარიზის მოდის კვირეულიდან



  Stefano Pilati-მ პარიზის მოდის კვირეულზე აჩვენა თავისი ბოლო კოლექცია Yves Saint Laurent-სთვის. 1 კვირის წინ გამოაცხადეს, რომ დიზაინერი დატოვებს მოდის სახლს, რომლის დიზაინერიც ის 2004 წლიდან იყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას.  2012 წლის საშემოდგომო კოლექციისთვის Stefano Pilati-მ აირჩია მუქი ფერები, გამოიყენა ძირითადად ტყავი და აქცენტები კეთდებოდა მეტალის დეტალებზე. მან ჩვენებაზე გვანახა ძლიერი და მკაცრი სტილის ქალი. 

yves-saint-laurent-rtw-fw2012-runway-002_195755522488yves-saint-laurent-rtw-fw2012-runway-004_195756176364yves-saint-laurent-rtw-fw2012-runway-008_195800401373yves-saint-laurent-rtw-fw2012-runway-010_195801149408yves-saint-laurent-rtw-fw2012-runway-013_195803597065yves-saint-laurent-rtw-fw2012-runway-020_195811820654yves-saint-laurent-rtw-fw2012-runway-022_195812757992yves-saint-laurent-rtw-fw2012-runway-026_195816220811yves-saint-laurent-rtw-fw2012-runway-033_195821101182yves-saint-laurent-rtw-fw2012-runway-036_195823516803yves-saint-laurent-rtw-fw2012-runway-034_195822584229yves-saint-laurent-rtw-fw2012-runway-025_195815878871
  


  

   Stella McCartney-ის შემოდგომა 2012 პარიზის მოდის კვირეულიდან

  

      პარიზის მოდის კვირეული უკვე დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ბრენდები, რომლებსაც ყველაზე მეტად ელიას, ბოლო დღეებში აკეთებენ პრეზენტაციებს. ამჯერად გთავაზობთ სტელა მაკარტნის 2012 წლის საშემოდგომო კოლექციას, რომლისთვისაც ლონდონის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი მისი კოლექციისგან სპორტული სტილი ახასიათებს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან სტელა მაკარტნი შექმნის უნიფორმებს მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის. ამ კოლექციის დახმარებით, შეგვიძლია დაახლეობით წარმოვიდგინოთ, თუ რას უნდა ველოდეთ ოლიმპიურ თამაშებზე. 

   

    stella-mccartney-rtw-fw2012-runway-01_12173820027stella-mccartney-rtw-fw2012-runway-03_121740623031stella-mccartney-rtw-fw2012-runway-04_121741466655stella-mccartney-rtw-fw2012-runway-06_121742858156stella-mccartney-rtw-fw2012-runway-09_12174582503stella-mccartney-rtw-fw2012-runway-11_121746605185stella-mccartney-rtw-fw2012-runway-19_121753709642stella-mccartney-rtw-fw2012-runway-23_121755734560stella-mccartney-rtw-fw2012-runway-26_121758940854stella-mccartney-rtw-fw2012-runway-31_121802696623stella-mccartney-rtw-fw2012-runway-30_121801878722stella-mccartney-rtw-fw2012-runway-10_121745822450
 



                                Givenchy

სპილოსძვლისფერი და კრემისფერი ქსოვილები, ულამაზესი დეტალებით
გაფორმებული კაბები თეთრ ტონალობებში მართლაც მშვენიერი სანახავი
იყო. ეს კოლექცია "სისუფთავეს" წარადგენდაო ხუმრობით ამბობენ 
მოდის კრიტიკოსები. ამ კოლექციამ მართლაც უდიდესი მოწონება
დაიმსახურა. "მე ვეცადე მეპოვა სინათლე სიბნელეში" ამბობს დიზაინერი, 
"ეს არის რომანტიკული ოცნება" ასე ახასიათებს ის თავის კოლექციას. 
იმ ელემენტებს, რითაც სხვადასხვა სამოსი იყო გაფორმებული მეტად
აღფრთოვანებულად და ფანტაზიურად ახასიათებენ სხვადასხვა 
ადამიანები, მაგალითად კაბებზე არსებულ მძივებს ანგელოზის ცრემლებს
უწოდებენ, ხოლო ჩამოკიდებულ ჯაჭვებს ოქროს ჩანჩქერებს. თუმცა რატომაც
არა, ეს მართლაც ასე იყო, ყველაფერი ხომ მეცხრამეტე საუკუნის სურათებს
მოგვაგონებდა, სადაც სექსუალური, რომანტიული, მეოცნებე ქალი იყო აღწერილი!


 

                 Armani

შავი მატერია, აღმოსავლური და დასავლური სტილის ნაზავი, მინიმალისტური
და მაქსიმალისტური დეტალები სამოსში, იაპონური ყვავილების პრინტი და 
დახვეწილი, ტანზე მორგებული ტანსაცმელი - სწორედ ეს იყო კოლექციისთვის
დამახასიათებელი. სტილის ექსპერტები ჯორჯიო არმანზე ამბობენ, რომ მან
სილუეტზე იმუშავა და ეს მართლაც ასეა. კოლექციაში მკაცრი, თამამი ქალი
იყო ნაჩვენები. ფერებიდან კი შავი და ნაცრისფერი ტონალობები იგრძნობოდა.



 


 

            Giambattista Valli

კოლექცია თავდაპირველად ისეთმა სამოსმა გახსნა, სადაც შავ-თეთრი
ტონალობებ იყო აქტუალური. შემდეგ კი დიზაინერმა თანდათან 
შემოგვთავაზა ისეთი ფერები, როგორებიცაა ნარინჯისფერი და წითელი.
წარმოდგენილ ტენდენციებთან ერთად ამ კოლექციაში აქტუალურობას
არ კარგავს ლეოპარდის პრინტიც. აქცენტი კეთდება გაშლილ კაბებზეც.



   



                                              Christian Dior


დიორის პარიზის მოდის კვირეულზე წარდგენილი კოლექცია მოგეხსენებათ
ერთადერთი კოლექცია იყო რომელიც წარადგინეს ჯონ გალიანოს გარეშე
15 წლის მანძილზე. მიუხედავად ამისა გალიანოს გარეშეც კოლექციამ
კარგად ჩაიარა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ტრადიციულად აქ
გვხვდება გაშლილი, მუხლებამდე სიგრძის კაბები, ფერადი ტონალობები,
გეომეტრიული შტრიხები, ორიგინალური პრინტები და დეტალები.




 




   ინფორმაციის წყარო;http://lookbooks.ge/ralph-lauren-fall-2012/             http://angel.ge/index.php?newsid=79668

No comments:

Post a Comment