Monday, June 11, 2012

5 მოდური 'ნივთი' 2011 წლის ზაფხულისთვს


                 2011 წლის ზაფხული ახალი ტენდენციებითა და 70-იანი წლების გავლენით გვიბრუნდება.
შეიძლება ითქვას ახალი ტენდენციები ნამდვილად დახვეწილი და მოდურია. მოდით გავიგოთ 
ის ხუთი ძირითადი ტენდენცია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ამ სეზონზე.

1. ყვავილოვანი პრინტი - ეს ის აუცილებელი დეტალია, რომელიც აუცილებლად უნდა
გაითვალისწინოთ საზაფხულოდ. სასურველია თქვენი სამოსი თუ აქსესუარი ერთნაირი
ყვავილოვანი პრინტით იყოს გაფორმებული და არა სხვადასხვანაირით. ეს უფრო დახვეწილს
გაგხდით. ეს ტენდენცია უამრავ კოლექციაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს:



H&M - საზაფხულო სარაფნები ყვავილოვანი პრინტით




Matalan - მაისურები, ქამრები, კაბები.






D&G - ყვავილოვანი პრინტი არამხოლოდ ქალების არამედ მამაკაცების სამოსზეც








ფეხსაცმელები ყვავილოვანი პრინტით:


ოქსფორდები | "ბალეტკები" | მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
აქსესუარები:

სათვალე | სამაჯურები,ბეჭდები | ჩანთა

2. ასევე აქტუალური ტენდენცია, რომელიც მასთ ჰევად ითვლება შლაქსები, შარვლის ბოლოში
ოდნავ ან ძალიან გაშლილი შარვლებია. ეს ტრენდი 70-იანი წლებიდან არის გადმოღებული და
ის ქალს გამბედავ, მამაკაცურ და ამავდროულად ელეგანტურ იერს აძლევს.



გადავხედოთ სხვადასხვა კოლექციებში წარმოდგენილ ფართო შარვლებს




3. მაქსიმალურად გრძელ კაბებს მოდის ექსპერტები ასე ახასიათებენ:
" წავიდა მინი კაბების დრო, ახლა ჩვენ მაქსიმალურად გრძელი კაბები უნდა
გამოვიყენოთ".. 
დამეთანხმებით ეს ტენდენცია ქალს ნაზსა და ჰაეროვანს ხდის.



ეს ტენდენცია საუკეთესოდ იკვეთება ელი სააბის კოლექციაში:






4. მთლიანად თეთრი სამოსი, რომელიც ალბათ უფრო მისაღები საქმიანი
ქალბატონისთვის იქნება.. გარუჯულ კანზე კი ეს ტენდენცია საუკეთესოა.
დიზაინერებმა თეთრი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი შემოგვთავაზეს,
იქნებოდა ეს კაბები, სარაფნები, საცურაო კოსტიუმები, მოსაცმელები თუ სხვა.



5. და ბოლოს თქვენი გარდერობის გასამდიდრებლად აუცილებლად აირჩიეთ
ჭრელი ფერის სამოსი. ფერების თამამი შეხამება ნამდვილად მოდურს გაგხდით..
ამ ტენდენციას უამრავი კოლექცია გვთავაზობს, განსაკუთრებით კი გუჩის
2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია სადაც ისეთი ფერებია ერთმანეთთან
შეხამებული, როგორებიცაა: იასამნისფერი,ნარინჯისფერი,ფირუზისფერი და სხვები.






ინფორმაციის წყარო;http://angel.ge/index.php?newsid=75761
           

No comments:

Post a Comment