Tuesday, May 29, 2012

2012 წლის მოდა და ჩანთები


              წლევანდელი სეზონი ტენდენციების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. დიზაინერებმა არ დაიშურეს ფანტაზია და უამრავი საინტერესო იდეა შემოგვთავაზეს გაზაფხული–ზაფხულისათვის. არჩევანი იმდენად დიდია, დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანი იპოვის მისთვის შესაფერის ახალ ტრენდს.

Dolce & Gabbana გაზაფხული 2012-ის ჩანთების კოლექცია

    Dolce & Gabbana გაზაფხული 2012-ისთვის გვთავაზობს ჩანთების კოლექციას, რომელც სრულიად განსხვავდება ყველაფერ იმისგან, რაც აქამდე ვიხილეთ. ამ სეზონის თავის სრულ კოლექციაში დიზაინერების შთაგონებად იტალია, კერძოდ კი იტალიური სამზარეულო ჰქონდა. აქსესუარების შემთხვევაშიც მათ გასაფორმებლად  Dolce & Gabbana-მ გამოიყენა იტალიური სამზარეულოს ინგრედიენტები. ჩანთები ფორმა არის ძალიან დახვეწილი და კლასიკური, შერჩეულია სხვადასხვა ფერები. კოლექციისთვის დიზაინერებმა შეარჩიეს როგორც დიდი მასიური ჩანთები, ისე საღამოს ქლაჩები.             

 
   

Red Valentino-ს გაზაფხული/ზაფხული 2012-ის ჩანთების კოლექცია




Red Valentino-მ, რომელიც ცნობლია თავისი ქალური ელეგანტურობითა და რომანტიული სილუეტებით, შემოგვთავაზა თავისი ჩანთების კოლექცია გაზაფხული/ზაფხული 2012-ის სეზონისთვის. კოლექციისთვის ამჯერად დამახასიათებელია უფრო ახალგაზრდული ხასიათი, რასაც ხელს უწყობს სხვადასხვა ბანტების გამოყენება ჩანთების დიზაინში, პასტელის ფერების პალიტრა კი მათ უფრო ნაზს ხდის. კოლექცია არის კლასიკური და ჟაჭვის დეტალები მას სრულყოფილ სახეს აძლევს. 

  


Trussardi-ის გაზაფხული 2012-ის ჩანთებს კოლექცია


    

ჩანთების მოყვარულებისთვის Trussardi-ის გაზაფხული 2012-ის ჩანთებს კოლექცია ნამდვილ must have-ად იქცევა. Trussardi გვთავაზობს ყველაზე დახვეწილ, ყველაზე ელეგანტურ, ყველაზე განსხვავებულ და ყველაზე უნიკალურ აქსესუარებს თავის კოლექციაში, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ. მთელი კოლექცია როგორც ყოველთვის დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ქსოვილებისგან, თითოეული მოდელი არის ხელით შექმნილი იტალიაში, გამოყენებულია პრემიუმ კლასის ტყავი. ჩანთები გადაწყვეტილი როგორც კლასიკურ შავ და ყავისფერ ფერებში, ისე ყვითელ,  წითელ და ლურჯ ფერებშიც. 



Moschino-ს ჩანთების კოლექცია გაზაფხული 2012

  
თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენს გარდერობს მეტი ორიგინალობა და ფერი შემატოთ, ამისთვის საკმარისია Moschino-ს ჩანთა მისი საგაზაფხულო კოლექციიდან. მასში აქცენტი კეთდება სხვადასხვა დეტალებზე, რომლებიც ჩანთებს ყველასგან განსხვავებულ იერს აძლევს. Moschino ირჩევს სირთულეებს, რომ გამოირჩეოდეს სხვებისგან და ამიტომ მის ამ კოლექციას ყველაფერი შეიძლება ეწოდოს ჩვეულებრივის გარდა. 




Christian Louboutin-ის გაზაფხული 2012-ის ჩანთების კოლექცია


Christian Louboutin ცნობილია თავისი ძალიან დახვეწილი აქსესუარებით და გაზაფხული 2012-ისთვის ის გვთავაზობს ჩანთების კოლექციას, რომელშიც ნახავთ სხვადასხვა მოდელის ჩანთებს. ამ კოლექციაში ყურადღებას იპყრობს ის, თუ როგორ უხამებს ერთმანეთს დიზაინერი კლასიკურ სტილს და თანამედროვე დეტალებს, რაც მის მოდელებს განსაკუთრებით ელეგანტურს ხდის. 

  





  



Louis Vuitton-ის ჩანთების კოლექცია გაზაფხული 2012


   
Marc Jacobs-მა შექმნა  Louis Vuitton-ის  ჩანთების გაზაფხულის კოლექცია. მასში აქცენტი გააკეთა ჯაჭვის დეტალებზე,  რომლებიც ამ სეზონზე ძალიან აქტუალურია. შენარჩუნებული იყო Louis Vuitton-ის უცვლელი სტილი. ძირითადად გამოყენებული იყო  ყვითელისა და ცისფერის სხვადასხვა ტონები. 

 




   ინფორმაციის წყარო
http://lookbooks.ge/furla-spring-2012-bags/




No comments:

Post a Comment