Saturday, May 26, 2012

კოკო შანელი




კოკო შანელი დაიბადა  1883 წლის 19 აგვისტოს  საფრანგეთში. უსახსრობის გამო იზრდებოდა უდედმამო ბავშვთა სახლში.გარადაიცვალა 1971 წლის 10 იანვარს 88 წლის ასაკში მისი’იმპერიის’ შემოსავლები წელიწადში 160 მილიონ დოლარს შეადგენდა.
კოკო შანელმა პირველმა უარყო კორსეტი, ჩაიცვა შარვალი და შალის ნაქსოვი პულივერი-სვიტერი. პირველმა გამოიყენა ტრიკოტაჟი და იაფფასიანი სამკაულები (ხელოვნური მარგალიტები, ძეწკვები და სხვა, რომელსაც შემდგომში ბიჟუტერია ეწოდა), მოკლედ შეიჭრა თმა და მზით გარუჯული გამოჩნდა საზოგადოებაში. თუ გინდათ იყოთ ინდივიდუალური და ლამაზი, გაითვალისწინეთ კოკო შანელის რჩევები:


*მოდურად ჩაცმა ძალზე იოლია, კარგად და გემოვნებით ჩაცმა კი რთული

*ტანსაცმელი კარგად მორგებული უნდა იყოს და ესადაგებოდეს თქვენს ხასიათს

*უნდა შეგწევდეთ უნარი, რომ კაბა, რომლის მსგავსი შეიძლება სხვებსაც ეცვათ, ისე ატაროთ, არც ერთი გავდეს შენსას

*მოხდენილად თავის დაჭერის და კაბის ტარების უნარი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზი კაბისა და სამკაულების ქონა.

*თუ სამკაულს იხდენთ და მოგწონთ, რა მნიშვნელობა აქვს ძვირფასია თუ არა?

*რა საჭიროა ყოველი ახალი საზეიმო ვითარებისთვის ახალი კაბის შეძენა? ნუთუ ასეთი უმნიშვნელოა ქალი და ასე მნიშვნელოვანია კაბა?




informaciis wyaro:


No comments:

Post a Comment