Sunday, May 27, 2012

"ზოგი რამ მოდის შესახებ "ლელი ხვედელიძე






მოდა გამოიხატება ყოფის გარეგნულ მხარეში, განსაკუთრებით ვსეა ისეთი წინააღმდეგობებით, როგორც მოდა. კაბის სიგრძე თუ სიგანე, თარგი თუ ფერთა კომბინაცია, რომელიც ახლახან ერთადერთ სრულყოფილ გადაწყვეტილებად, სილამაზის აღიარებულ ეტალონად ითვლებოდა, თავის ჯადოსნურ ძალას სულ რაღაც მოკლე დროში კარგავს და მოდა იქვე გვარწმუნებს სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებაში. ვიწროს ცვლის განიერი კაბა, მოკლეს გრძელი და ამა თუ იმ მოდის მომხრეები და მიმდევრები ყოველთვის თვლიან, რომ მხოლოდ ეს მოდაა ლამაზი, პრაქტიკული, მოხერხებული და დასცინიან უკვე მოძველებულ, განვლილ მოდას და ეს პროცესი ხელახლა მეორდება.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ მოდა დროებითი მოვლენაა, იგი დაუწერელი კანონია. მას ემოჩილება ყველა, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ეროვნებისა. იგი თავისი გავლენის ქვეშ აქცევს ყველას და ყველაფერს. მოდის შეჩერება შეუძლებელია, როგორც შეუძლებელია დროის შეჩერება. რადგან ადამიანის ბუნებაში დევს მუდმივი სწრაფვა განახლებისა და სრულყოფისაკენ. უსასრულო მაგალითების მოყვანა შეიძლება მოდის უცნაურობებისა და თავისებურებათა შესახებ.

 რთულია კოსტიუმის წარმოშობისა და განვითარების პროცესი. იგი მოთხოვნილებათა მთელმა კომპლექსმა შექმნა. მისი წარმოშობა უშუალოდ დაკავშირებულია პირველყოფილი ადამიანის შრომით საქმიანობასთან, მის შეგუებასთან გარემო პირობებთან. ტანსაცმელი, შექმნილი ადამიანის ტანის დასაფარავად, გარემოს ზეგავლენისგან თავის დასაცავად, დროთა განმავლობაში საზოგადოების საერთო განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა და იცვლებოდა.
ტანსაცმლის მთავარი როლი ადამიანის ტანის დაფარვაა. მთავარია, მაგრამ არა ერთადერთი. მისი ფუნქცია მრავალნაირია. ჩაცმულობით ადამიანი, ამავე დროს, თავს იმშვენებს, ილამაზებს. ყოველი ეპოქა ქმნიდა სილამაზის თავის იდეალს, კოსტიუმი კი ყოველთვის ეხმარებოდა მასთან მიახლოვებას.     
ტანსაცმელი უშუალო კავშირშია ეპოქის ხელოვნების სტილთან, კერძოდ, არქიტექრურასთან, რომელთანაც იგი ჰარმონიულ ერთონლიობაშია-გოთიკური არქიტექტურის ისრისებურ თაღებს მიესადაგებოდა ვიწრო, შლეიფიანი კაბები და კონუსისებური წვეtiani qudebi da sxva.
 ტანსაცმელი საოცრად ცვლის ადამიანის იერს, ყოველთვის ავლენს მასში რაღაც ახალს, დამახასიათებელს. მას ფიზიკური ნაკლის შენიღბვაში ეხმარება და გარეგნობის დადებითი მხარის ხაზგასმის საშუალებას აძლევს. კოსტიუმი აყალიბებს ადამიანის არამარტო გარეგნულ სახეს და იეს, არამედ მის ბევრ პირადულ თვისებასაც ავლენს. იგი ხშირად ადამიანის უსიოტყვო დახასიათებაა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ თავისი გმირის სახის გამოსახატად ბევრი დიდი მწერალი ასე ხშირად აღწერდა მის კოსტიუმს. ამ ხერხისთვის არაერთ ქართველ მწერალსაც მიუმართავს. ილიას „კაცია-ადამიანში“ ასახული ლუარსაბისა და ლამაზისეულის ჩაცმა-დახურვა ამის შეუდარებელი ნიმუშია. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ანატოლ ფრანსის გამონათქვამიც: „ჩემი სიკვდილის 100 წლის შემდეგ გამოსული წიგნებიდან ერთის არჩევას თუ შემომთავაზებენ, მოდების ჟურნალს ავირჩევდი, რადგან ის გაცილებით მეტს მეტყოდა განვლილ ცხოვრებაზე, ვიდრე ყველა ფილოსოფოსის, მეცნიერისა თუ მქადაგებლის ტრაქტატი ერთად აღებული.“ ამ ხუმრობით ნათქვამ სიტყვებში უთუოდ სიმართლის მარცვალიცაა, რადგან საზოგადოების ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებსა და ხასიათზე მოდა ზუსტად რეაგირებს. 
  მოდის , როგორც საზოგადოებრივი მოვლენის, ახსნას არაერთხელ ცდილან სხვადასხვა დროისა და დარგის სპეციალისტები. ასევე არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მაგრამ ამ საკითხზე სრული, ამომწურავი განმარტება ჯერ არავის მოუცია. „ბრიყვები ავრცელებენ მოდას, მაგრამ ჭკვიანებს არ სურთ ჩამორჩნენ მათ და თუ სასაცილოა, რომ მოდას ასეთი ძალა აქვს, მით უფრო სასაცილოა, რომ არ მისდიო მას....“ - უთქვამს მონტესკიეს. არც ჩვენ გცაქვს პრეტენზია, მოდის ამოუცნობი მიზეზები ამოვხსნათ და ვერც მოდასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას გადავჭრით, რადგან ეს ასე ადვილი არ არის, ჩვენ მხოლოდ შევჩერდებით მოდის ჩასახვისა და განბითარების ზოგიერთ მნიშვნელოვან თავისებურებაზე, მის როლზე ჩაცმის კულტურის განვითარების საქმეში, კერძოდ, ქართულ ჩაცმულობასა და ფრანგული მოდის რამდენიმე გამორჩეულ მხატვარ-მოდელიორის შემოქმედებაზე. 

უნდა ითქვას, რომ კანონი გადაჭარბებულ მდირულ კოსტიუმს კრძალავდა, ზოგიც ტანზე შემოტმასნილ ვიწრო კაბებსა და ქალების გადაჭარბებულ კოპწიაობას, რისთვისაც ისინი დაწესებული ჯარიმის გადახდას ირჩევდნენ. მაგრამ განსაკუთრებით თავგამოდებითა და გულმოდგინებით მოდას ეკლესია ებრძოდა. დაახლოებით მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში ფრანცისკანელმა ბერებმა მოახერხეს პაპის, ევგენი მეოთხესგან მიეღოთ ნებართვა ცოდვების მონანიების უფლება არ მიეცათ იმ ქალებისთვის, რომლებიც ატარებდნენ ან ქმნიდნენ შლეიფებს, მაგრამ ამ უმკაცრესმა კანონმა გაჭრა! მაგრამ მოდის ისტორიაში აღსანიშნავია ერთი ძალიან იშვიათი შემთხვევაც, როცა მისი მართვა შეძლეს და გაჩენისთანავე მოკლეს კიდეც. ეს მოხდა ეკატერინე II დროს, როდესაც მხატვარ დავიდის მიერ ფრანგი რევოლუციონერებისათვის შემოთავაზებული მოდა რუსეთშიც გავრცელდა, ეკატერინე II-ს გასაგები მიზეზების გამო არ უნდოდა იაკობინელთა მოკრძალებული, პრაქტიკული კოსტიუმები მის თანამემამულეებს ჩაეცვათ. განკარგულება გასცა, რომ ეს ფორმა პეტერბურგელ პოლიციელებს ჩაეცვათ. ვინაიდან რუსეთში პოლიციელებს პატივს არ სცემდნენ, ამ ღონისძიებამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო - გავრცელბული მოდა უმალვე უარყვეს.

მოდის ასეთ დაუმორჩილებლობასა და შეუპოვრობასა კაცობრიობა არაერთხელ ჩაუყენებია კურიოზულ მდგომარეობაში.




No comments:

Post a Comment