Saturday, May 26, 2012

დოლჩე&გაბანა


დომენიკო დოლჩე 1958 წელს palermoSi  დაიბადასიცილიაზე. სტეფანო გაბანა კი 1962 წელს მილანanSi. ერთ-ერთი ექვსი წლიდან ხაზავდა ესკიზებს და ქსოვილებს აგროვებდა მომავალი სამოსისთვის, მეორე კი მილანის მოდური მაღაზიების ხშირი დამთვალიერებელი იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს 1980 წელს შეხვდა მილანში, როდესაც ატელიეში ასისტენტებად მოუწიათ მუშაობა; კერძოდ კი, სტეფანოს დაქალმა უთხრა: ატელიეში ნაცნობი მყავს, რომელიც დამხმარეს ეძებსო; სტეფანომაც გადარეკა ხსენებულ ნაცნობთან და დომენიკო შერჩა ხაზის მეორე ბოლოს. მათი გაცნობა და თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. 1982 წელს მათ მოდური სტუდია გახსნეს, 1985 წელს კი მილანის სცენაზე ახალი ტალანტების შოუს ფარგლებში მათი პირველი კოლექცია გამოიტანეს. სულ რაღაც ერთ წელიწადში მათ ქალის მზა ტანსაცმელი გამოფინეს, რამაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. ბრენდი წვივსაკრავების, აზღუდების, საცურაო კოსტჲუმების და სხვა აქსესუარებისგან შედგებოდა. მოკლე ხანში ამავე ჩვენებაზე წყვილმა მამაკაცის ქვედა საცვლებიც წარმოადგინა.
პირველი butiki1989 წელს გახსნეს tokioSi, რასაც მილანსა და houkingSi მოჰყვა მაღაზიების გახსნა.
2008 წელს დოლჩე და გაბანას მიერ შექმნილი სუნამო Light Blue Pour Homme პროფუმოს აკადემიამ და აშშ-ის ფიფის დაჯილდოვების კომიტეტმა მამაკაცის საუკეთესო სუნამოდ დაასახელა.დოლჩე და გაბანა (იტალ. Dolce & Gabbana) — იტალიური მოდის სახლი. მათ პროდუქციას ისეთი ცნობილი ადამიანები ატარებენ, როგორებიცაა სოფი ლორენი, უიტნი ჰიუსტონი,მადონა, მონიკა ბელუჩი, აიუმი ჰამასაკი, კრისტინა აგილერა, ისაბელა როსელინი და კაილი მინოუგიx


informaciis wyaro:http://ka.wikipedia.org

No comments:

Post a Comment