70-იანი წლების გავლენა
როგორც ჩანს 70-იანი წლების გავლენა არა მხოლოდ სამოსზე, არამედ
საცურაო კოსტიუმებზეც ვრცელდება. მაგალითად თუ ლანვინის კოლექციას
გადავხედავთ ამაში ნამდვილად დავრწმუნდებით; კისერთან თასმებით შესაკრავი
საცურაო კოსტიუმები მუქი ფერებითა და კონტრასტული ქამრებით მართლაც
ამის მანიშნებელია. მსგავსი სტილი იგრძნობა სალვატორ ფერაგამოს კოლექციებშიც.
გრაფიკული პრინტი
მსგავსი სტილის მინიჭებისას კოლექციებში დიზაინერების აბსტრაქტული
ხედვა იგრძნობა, რადგან აქცენტი გაკეთებული სწორედ რომ აფრიკულ
სტილზეა, რომელთანაც ქალური ელემენტები ორიგინალურად არის
შერწყმული. აღსანიშნავია ის რომ მსგავსი საცურაო კოსტიუმი საბოლოო
ჯამში საკმაოდ კლასიკურიც გამოვიდა.
დრამატული სტილი
ამ სტილის მიღების შემთხვევაში თქვენ საკმაოდ თამამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
ეს საცურაო კოსტიუმები მისი ორიგინალურობით გამოირჩევა. ამოჭრილი და
დრამატული დეტალები მას განსხვავებულს ხდის, ეს მართლაც ზაფხულის მოდური ტრენდია.
ნეონის ფერები
საცურაო კოსტიუმები დიზაინერებმა ნეონის, სიცოცხლისუნარიან ფერებშიც
შემოგვთავაზეც. აქცენტი გაკეთებულია რევერულ ვარდისფერსა და ნათელ
ფერებზე, რომლებთანაც შავი ფერიც არის შერწყმული. მსგავსი სტილის
საცურაო კოსტიმები შეგიძლიათ მაიკლ კორსის კოლექციებში იხილოთ.
ყვავილოვანი პრინტი
ალბათ ყველა დავრწმუნდით იმაში რომ ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელში
ყველაზე აქტუალური ტრენდი ყვავილოვანი პრინტია. ასევეა საცურაო
კოსტიუმებშიც. თქვენ უნდა შეარჩიოთ ღია ფერის კოსტიუმი, ერთი ან
ორი სახის ყვავილოვანი პრინტით და ჩათვალეთ ნამდვილად მოდური გოგონა გახდებით.
ე.წ. მგზავრის სტილი
ამ სტილში აქცენტი კეთდება ბზინვარე სამოსზე. ფერებიდან აქტუალური
ჭაობისფერი და ოქროსფერია. ასევე დომინირებს კრემისფერის სხვადასხვა ტონალობები.
მაქმანები
საცურაო კოსტიუმი მაქმანებით ? ცოტა თამამი თუმცა ამავდროულად მოკრძალებული
გადაწყვეტილებაა, ამაში თქვენც დარწმუნდებით თუ ცნობილი დიზაინერების კოლექციებს
გადაავლებთ თვალს. ეს ტენდენცია საკმაოდ პოპულარულია მოდელებსა და სელებრითებში.
რეტრო სტილი
ქალური სტილის გაზვიადებული მიდგომა, დიდი და ორიგინალური ქუდები,
მაღალწელიანი სამოსი, შავ-თეთრი ტონალობები - სწორედ ეს არის რეტრო
სტილისთვის დამახასიათებელი, რომელიც ალბათ ნებისმიერი ქალისთვის მისაღებია.
კაშკაშა, ნათელი ფერები
ამ სტილში 80-იანი წლების გავლენა იგრძნობა, აქტუალურია კაშკაშა
ფერები. კერძოდ ყვითელი, თეთრი, ნარინჯისფერი, ცისფერი ...
ნათელი ფერები მასიურად გამოიყენა სალვატორ ფერაგამომ, ხოლო
დოლჩე და გაბანამ წითელისა და თეთრის არაჩვეულებრივი ორნამენტები
და შეხამება წარგვიდგინა მის უახლეს კოლექციაში.
ინფორმაციის წყარო;http://angel.ge/index.php?newsid=74005
No comments:
Post a Comment