ფერთა ტენდენცია 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის ძალიან ფართოა
და მოიცავს ყველა ლამაზ ფერს.მკაცრი წითელი,ნათელი ყვითელი და ნარინჯისფერი
ფერები,ელეგანტური თეთრი და შავი-ეს ფერები თქვენს ლუქს განსაკუთრებულობას შესძენს.
ჯერ შეიძლება ადრეა,მაგრამ ზოგიერთი ადამიანი წინასწარ იწყებს მომავალი
სეზონებისთვის მზადებას.გარდერობში ტენდენციების გათვალისწინებით შეაქვს
სიახლეები და ემზადება ფერადი დღეებისთვის.უკეთესი იქნება თუ გაზაფხული/ზაფხულის
სეზონისთვის ფერთა ტენდენციები გეცოდინებათ და გაითვალისწინებთ მათ.
კარამელის ფერები
კარამელის რბილი ფერები-მათ შორის კრემისფერი,ღია ვარდისფერი,მარჯნისფერი,
ატმისფერი და ბანანისფერი-ძალიან პოპულარული იქნება მომდევნო სეზონებზე.
შეგიძლიათ ცალ-ცალკე ან ერთად ატაროთ ასეთი ფერის ტანისამოსი და კომბინაციაში
მოახდინოთ ნათელი და პასტელური ფერები.
ნარინჯისფერი
ნარინჯისფერი ამ ორი სეზონის ჰიტი იქნება.ეს ფერი ყველაფერზე გავრცელდება-კაბებზე,ფეხსაცმელებზე,ჩანთებზე,ქამრებზე,სათვალეებზე...თუ ნარინჯისფერი
თქვენი საყვარელი ფერია,მაშინ შეგიძლიათ თავისუფლად ისიამოვნოთ მისით.
შეგიძლიათ უკიდურესობას მიმართოთ და მთლიანი ლუქი ნარინჯისფერი ფერით
შეამკოთ,ან ნარინჯისფერი ცალკეული დეტალებისთვის გამოიყენოთ.
თეთრი
შავი ზამთარში ყველაზე გავრცელებული ფერია,სამაგიეროდ ზაფხულში თეთრი
ფერი დომინირებს.მთლიანად თეთრი ლუქი ყველაზე სექსუალურ ტენდენციად
ითვლება გაზაფხული/ზაფხულის სეზონებზე.სცადეთ და მოირგეთ ნაზი მაქმანიანი
ტანისამოსი ლუქისთვის ქალურობის შესამატებლად და ელეგანტური სილუეტის წარმოსაჩენად.
ფუქსია
ფუქსია არც ისე გავრცელებულია გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში,
როგორც ნარინჯისფერი და თეთრი.თუმცა ძალიან ალამაზებს ლუქს და მშვენივრადაც გამოიყურება.
შავი
რა თქმა უნდა სულელური იქნება თუ ფერთა ტენდენციებში შავი არ იქნება
დასახელებული.ფერი,რომელიც ყოველთვის აძლევს ქალს საშუალებას ადვილად
შეუხამოს სხვა ფერებს და ექსპერიმენტულად შეადგინოს საინტერესო კომბინაციები.
შავ-თეთრი
ორი ნეიტრალური ფერის კომბინაცია-ჭკვიანური და დახვეწილი.ნახეთ
როგორ უჩვეულოდ შეიძლება შეეხამოს თეთრი და შავი ფერი ერთმანეთს.
ყვითელი
ნარინჯისფერს ყოველთვის მოსდევს ყვითელი ფერი.როცა ნარინჯისფერი
პოპულარულია,მაშინ ყვითელიც პოპულარულია.ეს უბრალოდ მოდის კანონია,
რომლის მიღებასაც მიჩვეული ვართ.ღია ყვითელიდან ნათელ ლიმონისფრამდე
-ეს სპექტრი დიდებულია 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულისთვის.
ხორცისფერი
ხორცისფერი ძალზე მრავალფეროვანი და საუკთესოა ფერთა პალიტრაში.
შესაძლებელია ყველა ფერთან მოვახდინოდ კომბინაციაში,მაგრამ არასოდეს
გამოვიყურებოდეთ ვულგარულად.ამ ფერში არის რაღაც,რაც ასე უნიკალურია...
წითელი
ისევე როგორც ყვითელი და ნარინჯისფერი, წითელიც ნათელ ფერს წარმოადგენს.
ძლიერი წითელი ქალურობით გამოირჩევა,მაგრამ მაინც არ აქვს მნიშვნელობა
როგორი ტონალობის წითელს აირჩევთ,მთავარია ის თქვენს ლუქს სწორად მოერგოს.
ცისფერი(ლურჯი)
ცისფერი დიდებული ფერების ერთ-ერთი წარმომადგენელია.არსებობს ელექტრო
ლურჯი,რომელიც თითქმის გტკენთ თვალებს.ღრმა მუქი ლურჯი ,რომელიც
ძალიან კეთილშობილურად გამოიყურება, ბაცი მოცისფრო-მწვანე ფერი,ფირუზისფერი და კიდევ ღია ცისფერი.
ინფორმაციის წყარო;http://angel.ge/index.php?newsid=74005
No comments:
Post a Comment